საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ფერეიდნელ ქართველებს უმასპინძლა. ისინი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით ქართული ენასა და ხალხურ სიმღერებს შეისწავლიან. გიორგი მარგველაშვილმა ახალგაზრდებს სასახლე დაათვალიერებინა და ფერეიდანში მცხოვრები ეთნიკური ქართველების ყოველდღიურობით დაინტერესდა. პროექტს "საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI“ - ახორციელებს მისი მიზანია ფერეიდნელ ახალგაზრდებს ერთი თვის განმავლობაში შეისწავლონ ქართული ენა და ქვეყნის მასშტაბით, გააცნოს საქართველოს ისტორიული ძეგლები.