ძლიერმა ქარმა ფოთში რამდენიმე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. წაქცეულია ხეები. შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ზარალს სწავლობს. მერიის ინფორმაციით, დაზარალებულ ოჯახებს შესაბამისი დახმარება გაეწევა.
ამასთან, ძლიერმა ქარმა ლარნაკას ქუჩაზე მდებარე ტერმინალში 25-ზე მეტი ტვირთმზიდი კონტეინერი დააზიანა. ტერმინალის შიდა ტერიტორიაზე მდებარე მცირე ზომის ნაგებობას სახურავები გადახადა. ტერმინალის მეპატრონეები ზარალს ითვლიან.