საბავშვო ბაღებიდან სურსათის გაცემა სამი დღე გაგრძელდება

25 სექტემბერი 2021, 15:10 6637 ნახვა

მერიამ მუნიციპალური საბავშვო ბაღებიდან  სასურსათო კალათების დარიგება დაიწყო. საბავშვო ბაღების აღსაზრდელების მშობლები პროდუქტების მიღებას უშუალოდ ბაღებიდან შეძლებენ, მათ თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება მოუწოდებს მშობლებს დაიცვან კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის დადგენილი უსაფრთხოების წესები. პროდუქტების გაცემა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი