კორონავირუსით გარდაცვალების რიცხვი კვლავ მაღალია. ბოლო დღე-ღამეში ვირუსს 38 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, ინფიცირებულთა რიცხვი კი 1 597-ით გაიზარდა.
დადებითობის დღიური მაჩვენებელი 4.65% -შეადგენს. ვირუსი ბოლო 24 საათში 1 189 ადამიანმა დაამარცხა. რაც შეეხება აჭარაში არსებულ ვითარებას. ინფიცირების 84 ახალი შემთხვევა გვაქვს, გარდაიცვალა 3 პაციენტი. კრიტიკულად იმყოფება 14 ადამიანი.