კობახიძე-მელიას დაპირისპირების შეფასებები

24 სექტემბერი 2021, 20:00 610 ნახვა

ევროკავშირის საელჩოსთან განვითარებულ მოვლენებს „ქართული ოცნების“ აგრესიული და პროვოკაციული კამპანიის კიდევ ერთხელ დადასტურებას უწოდებენ ოპოზიციაში. ქართული ოცნება კი სრულ პასუხიმგებლობას მომხდარზე ნაციონალურ მოძრაობას აკისრებს და პროვოკაციაში ადანაშაულებს.

არასამთავრობო სექტორში კი ამბობენ, რომ პასუხისმგებლობა ეკისრება, როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას. აღნიშნავენ, რომ  წინასაარჩევნო გარემო ამჯერადაც პოლარიზებული და ძალადობრივია. არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს მიაჩნიათ, რომ მსგავსი ფაქტები აზიანებს პოლიტიკურ პროცესს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში