გადაუღებელი წვიმის შედეგად ქობულეთის მუნიციპალიტეტში მეწყერი ისევ ჩამოწვა. სოფლების შიდა და დამაკავშირებელი გზები მიწის მასამ არაერთ ადგილზე ჩაკეტა.
ჩამოშლილმა მასამ გაზსადენის მილი დააზიანა. განსაკუთრებით რთული ვითარება შეიქმნა ქაქუთსა და დაგვაში, სადაც სპეციალური ტექნიკა გზას ისევ წმენდს. დაზარალებულთა ნაწილი თავშესაფარში გაიყვანეს.