ჯერ გასულ კვირაში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი არ დათვლილა, ამ ფონზე კი ქობულეთი ისევ უხვი ნალექით გამოწვეულ პრობლემებს ებრძვის. მუნიციპალიტეტს ზიანი სტიქიის გამო ბოლო 1 თვეში უკვე მესამედ მიადგა. ათეულობით ოჯახია გარესამყაროს მოწყვეტილი, ნაწილის სახლი დატბორილია, დაზიანებულია საავტომობილო გზები და ინფრასტრუქტურა.