მასიური უხვი ნალექის შემდეგ კვლავ დაიტბორა ბათუმი, წყალი საცხოვრებელი კორპუსების პირველ სართულზე და კომერციულ ობიექტებზე შევიდა. შეუძლებელი გახდა გადაადგილება ფეხით მოსიარულეებისთვის, ზოგიერთ უბანზე კი მანქანითაც.
მოსახლეობა დახმარებას ითხოვს, მათ დაუზიანდათ კარ-მიდამო და საყოფაცხოვრებო ნივთები, ასეთი ათობით ოჯახია, მერიაში აცხადებენ რომ ზარალს შეისწავლიან, შემდეგ კი მოსახლეობას დაეხმარებიან.