ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმის ქუჩები დაიტბორა 

22 სექტემბერი 2021, 09:10 11631 ნახვა

ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმში ქუჩები, საცხოვრებელი სახლები და კომერციული ობიექტები დაიტბორა. 

დაზიანებულია საცხოვრებელი სახლისა და კორპუსების ეზოში გაჩერებული ავტომობილები.

 სამარშრუტო ტაქსების გადაადგილება გართულებულია. მოქალაქეებს დატბორილი ქუჩების გავლა ფეხით უწევთ. 

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ცხელ ხაზზე 50-ზე მეტი შეტყობინება შევიდა. დატბორილია ძირითადად შავშეთის, ბაგრატიონისა და თავდადებულის ქუჩებზე არსებული სავაჭრო ობიექტები, სახლის პირველი სართულები. 

„ამ წუთებში მიმდინარეობს ყველაზე პრობლემური ადგილების ამოტუმბვითი სამუშაოები. სადაც წყლის დონე ჯერ ისევ მაღალია ვერ ხერხდება ტექნიკის შეყვანა და სამუშაოების დაწყება. ასევე იწმინდება ზღვაში გამავალი სანიაღვრე “ –  აცხადებენ კომპანიაში.

დღეს, 22 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი.

ფრიდონ ხალვაშის #9 შესახვევი.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი