ბინების გადაცემა ე.წ. იაფ სახლში

21 სექტემბერი 2021, 14:48 1986 ნახვა

ბათუმში, ე.წ. იაფ სახლში 40 ოჯახს ბინა გადაეცა. საცხოვრებელი სახლების განაწილება ლოტოტრონის წესით მოხდა.

პროგრამა გათვლილია მხოლოდ ბათუმში რეგისტრირებულ იმ მოსახლეობაზე, რომელთაც ბინის თვითღირებულების ქირის სახით დაფარვის შესაძლებლობა აქვთ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ​წლის ბოლომდე ბინას კიდევ 40 ოჯახი მიიღებს და ასევე იგეგმება ეკომიგრანტებისთვის ბინის შესაძენად სახელმწიფო დახმარების 30 000 ლარამდე გაზრდა. 

''განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო აქ ბათუმის მერიის ჩართულობა, ძალიან მოკლე დროში განახორციელეს ეს პროექტი. როგორც მიმდინარე წელს, ასევე მომდევნო წელსაც, ვგეგმავთ გავაძლიეროთ ჩვენი სოციალური პოლიტიკა. იგეგმება 4  ახალი კორპუსის მშენებლობა ''იაფი სახლის'' პროგრამის ფარგლებში და 80 ოჯახს გადაეცემა ბინა. ასევე ''შანხაის'' დასახლებაში, რომელიც წლების განმავლობაში დიდი პრობლემა იყო, წელს დაიწყება მშენებლობა, რომ დაკმაყოფილდეს 150 ოჯახი. ასევე მოხდება ურეხის თავშესაფრის რეაბილიტაცია.

დასკვნით ეტაპზეა  ,,ოცნების ქალაქის'' მშენებლობა, მალე გაფორმდება კონტრაქტი მეორე ეტაპთან დაკავშირებით და ყველა ის ოჯახი, რომელსაც აქვს საცხოვრებელი სახლის პრობლემა ეტაპობრივად დაკმაყოფილდება'' - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი