ხუცუბნის მცხოვრებლები შიდა სასოფლო საავტომობილო გზის რეაბილიტაციას და ფერდსამაგრი კედლის მოწყობას ითხოვენ. მათი ინფორმაციით, უხვი ნალექის დროს გზაზე ხშირად მეწყრული პროცესი ვითარდება და საავტომობილო მოძრაობა ფერხდება. აჭარის საავტომობილო გზების ქობულეთის განყოფილების უფროსის განცხადებით, აღნიშნულ სოფელში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება უკვე დაწყებულია. რაც შეეხება დარჩენილ კრიტიკულ მონაკვეთებს, გზაზე დიაგება ბეტონის საფარი. ფერდსამაგრი კედლის აუცილებლობის საკითხს კი შეისწავლიან.