ვაქცინაციის პროცესის ხელშესაწყობად არაერთი ღონისძიება გატარდა, მათ შორის იყო ბილბორდებზე სარეკლამო ხასიათის ბანერები, რომლებიც რამდენიმე დღის წინ ე.წ სისხლიანი ბანერებით ჩაანაცვლეს, რასაც მოჰყვა შეფასებები, როგორც პოლიტიკურ, ისე ჯანდაცვის უწყებებში.კომპანია ,,ალმამ“ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ვკითხულობთ, რომ „ალმამ“ პირნათლად შეასრულა თავისი დანაპირები ვაქცინაციის მხარდაჭერის კამპანიის ფარგლებში და მიმდინარე წლის ივლისის ბოლომდე სარეკლამო კონსტრუქციებზე სრულად იქნა შენარჩუნებული დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული ვიზუალები და სარეკლამო რგოლები.