პატრიოტთა ალიანსმა აჭარაში მერობის და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. პარტიის ხელმძღვანელის, თქმით ქვეყანა მწვავე ეკონომიკური და პოლიტიკური გამოწვევების წინაშე დგას, რაშიც ხელისუფლებას მიუძღვის ბრალი.
ალიანსი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობებიდან უნდა დაიწყოს კოალიციური მთავრობების ჩამოყალიბება.