აშშ-ის მთავარ ინფექციონისტს იმედი აქვს, რომ პანდემია გაზაფხულისთვის დასრულდება, თუმცა დელტა ვარიანტის შემდეგ გარანტიებზე ვერ საუბრობს.
ანტონი ფაუჩიმ ამის შესახებ "ტელეგრაფთან" ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, კოვიდ-19–ის წინააღმდეგ სრულად ვაქცინაციისთვის სამი დოზა განიხილება. რაც შეეხება ბავშვებს- ფაუჩის თქმით, ჯერჯერობით უცნობია, დასჭირდება თუ არა მოზარდებს მესამე დოზა.