ნონა გაფრინდაშვილის ტურნირი

17 სექტემბერი 2021, 21:13 588 ნახვა

თბილისში, ჭადრაკის სასახლეში ნონა გაფრინდაშვილის 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი დასრულდა. ვაჟთა და ქალთა ტურნირშიც 15-15 მოჭადრაკე მონაწილეობდა. აჭარას ნოდარ ლორთქიფანიძე, სალომე მელია და მირანდა მიქაძე წარმოადგენდნენ.

ასპარეზობა შვეიცარული სისტემით, 8 ტურად გაიმართა. ვაჟთა შორის ზურაბ სტურუამ გაიმარჯვა, ქალთა შორის კი ჩემპიონი ნანა ძაგნიძე გახდა, რომელმაც ორი ტურნირის ქულათა ჯამით – ”მაია ჩიბურდანიძის თასის” და ”ნონა გაფრინდაშვილის თასის” ჯამური შედეგებით ასპარეზობაშიც გაიმარჯვა, ამავე ტურნირში ვაჟთა შორის ჩემპიონი გიგა ყუფარაძე გახდა.  ბათუმელი დიდოსტატი სალომე მელია ჯამური შედეგებით ასპარეზობაში III საპრიზო ადგილს დაეუფლა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში