ინგლისში მედიკოსებს ბუსტერული  დოზით  აცრიან

17 სექტემბერი 2021, 18:07 666 ნახვა

ინგლისსა და უელსში მედპერსონალის ე.წ. ბუსტერული დოზით აცრები დაიწყო.  მესამე დოზას მიიღებენ ის მედიკოსები, რომლებმაც მეორე აცრა, სულ მცირე, 5 თვის წინ გაიკეთეს.  ე.წ. ბუსტერული დოზები 50 წელს გადაცილებული პირებისთვისა და სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებისთვისაც არის რეკომენდებული.

ამჟამად დიდი ბრიტანეთი კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლით მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში კოვიდ-19-ით 7 მილიონზე მეტი ბრიტანელი დაინფიცირდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი