ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს ლოს-ანჯელესის სასამართლოში უჩივის

17 სექტემბერი 2021, 18:15 976 ნახვა

ლეგენდარულმა ქართველმა მოჭადრაკემ, ჭადრაკის დედოფლად აღიარებულმა ნონა გაფრინდაშვილმა ლოს-ანჯელესის ფედერალურ საოლქო სასამართლოში Netflix-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, - ინფორმაციას The New York Times ავრცელებს. საქმე ეხება სერიალ „ლაზიერის გამბიტშიგაჟღერებულ ფრაზას, რომ ნონა გაფრინდაშვილი მამაკაც მოჭადრაკეს არასდროს დაპირისპირებია.

მედიის ინფორმაციით, გაფრინდაშვილი კომპენსაციის სახით 5 მილიონ დოლარს ითხოვს იმ სიცრუის გამო, რომელმაც „მრავალმილიონიანი აუდიტორიის წინაშე მოჭადრაკის მიღწევები დაამცირა და შელახა“. ის ასევე ფილმიდან კონკრეტული მონაკვეთის ამოჭრას მოითხოვს.

სარჩელში ნათქვამია, რომ Netflix- მა შეგნებულად იცრუა გაფრინდაშვილის მიღწევების შესახებ იაფფასიანი და ცინიკური მიზნით იმის ხაზგასასმელად, რომ მისმა გამოგონილმა გმირმა მოახერხა გაეკეთებინა ის, რაც სხვა ქალებს, მათ შორის გაფრინდაშვილს არ გაუკეთებიათ. Netflix-ში აცხადებენ, რომ მიუხედავად ნონა გაფრინდაშვილისადმი პატივისცემისა, მისი ბრალდებები უსაფუძვლოა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი