ამერიკის 24 შტატის გენერალურმა პროკურორებმა პრეზიდენტ ბაიდენს წერილი მიწერეს, რომელშიც ფედერალური და კერძო კომპანიების თანამშრომლებისთვის სავალდებულო ვაქცინაციის დაწესებათან დაკავშირებით სასამართლოში ჩივილით დაემუქრნენ.
მანამდე აშშ-ის ადმინისტრაციის ბოლო ინიციატივების არაკონსტიტუციურად აღიარების მოთხოვნით სასამართლოს არიზონას შტატმა მიმართა.
გენერალური პროკურორები, რომელთა შორის ძირითადად რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები არიან, ირწმუნებიან, რომ ბაიდენის გადაწყვეტილება არაკანონიერია.