აქცია მიწების დაკანონების მოთხოვნით და მორიგი დაპირება

17 სექტემბერი 2021, 14:46 1000 ნახვა

კიდევ ერთი კვირით გადაიწია გონიოს მკვიდრების ულტიმატუმის ვადა, რის მიხედვითაც მათთვის საკუთრების დაკანონების პროცედურა უნდა დაჩქარდეს.  

მოქალაქეები მიწის აღიარების კომისიის თავმჯდომარეს შეხვდნენ.  ვარაუდობენ, რომ მიწების დაკანონების პროცესი შეგნებულად ჭიანურდება. კომისიის თავმჯდომარემ კი განმარტა, რომ საჯარო რეესტრიდან დასაბუთების მოთხოვნით დოკუმენტების დაბრუნება ფორმალური საკითხია და ეს მიწებზე სახელმწიფო ზედდებამ გამოიწვია.

სწორედ ზედდების მოხსნასა და ამ კუთხით პრობლემების არიდებას დაპირდა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი გონიოს მკვიდრებს ბოლო შეხვედრაზე.  ამჯერად მოქალაქეები ფიქრობენ, რომ ხელისუფლების კეთილი ნება მიწების გაფორმებაზე არ იკვეთება.

შეგახსენებთ, რომ გონიოში  237 ოჯახს მიწები 2008 წელს გაუფორმეს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი აღიარება გაუუქმდათ. მოქალაქეების ნაწილმა მიწა თავიდან გაიფორმა, ნაწილმა კი აღიარება სასამართლოს გზით მოიპოვა.  ამჯერად პრობლემა 97 მოქალაქეს აქვს, მათგან 30 ოჯახის საკითხის განხილვა მიმდინარეობს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი