სომხეთმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში სარჩელი შეიტანა და რასობრივ დისკრიმინაციაში დასდო ბრალი, - ინფორმაციას როიტერსი ავრცელებს.
სარჩელში სომხური მხარე ამტკიცებს, რომ აზერბაიჯანი სომხების რასობრივ დისკრიმინაციას ათწლეულების განმავლობაში ახდენდა, რაც არღვევს „საერთაშორისო კონვენციას რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, რომლის ხელმომწერები არიან როგორც სომხეთი, ასევე აზერბაიჯანი.