ხმაურის გამო გამოცხადებული შესვენების შემდეგ, ნაციონალური მოძრაობის წევრებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს და განახლების შემდეგ დარბაზში აღარ დაბრუნებულან. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე ისაუბრეს, მათ შორის კომპანია ალიანსს ჯგუფს თანხის ნაცვლად უზრუნველყოფა ქონებით შეეძლება. ამასთან ორბი ჯგუფი ფიროსმანის ქუჩაზე კოიფიციენტის გაზრდას ითხოვს. საკრებულოს სხდომაზე ასევე ისაუბრეს რეკრეაციულ ზონებსა და სხვა ინფრასტრუქურულ პროექტებზე, მათ შორის, შანჰაის დასახლებაში ახალი მშენებლობის დაწყებაზე.