ბათუმის ''დინამო'' დღეს ეროვნული ლიგის 24-ე ტურში საკუთარ მოედანზე თბილისის ''ლოკომოტივს'' უმასპინძლებს. 23 მატჩის შემდეგ გია გეგუჩაძის გაწვრთნილ ''დინამოს'' 47 ქულა აქვს და გათამაშების ლიდერია. თბილისელები კი 36 ქულით მეხუთე ადგილზე იმყოფებიან.
შეხვედრა ბათუმში 19:00 საათზე დაიწყება. რაც შეეხება 24-ე ტურის სხვა შეხვედრებს:
''სამგურალი'' - ''სამტრედია'' 16:30 საათი;
''საბურთალო'' - ''თელავი'' 20:00 საათი;
''ტორპედო'' - ''შუქურა'' 21:00 საათი
თბილისის ''დინამო'' - ''დილა'' 21:00 საათი.
რეგულაციების თანახმად ეროვნული ლიგის მატჩები გულშემატკივრის გარეშე ტარდება.