გიორგი კირთაძე სასამართლომ გაამართლა

14 სექტემბერი 2021, 14:52 1402 ნახვა

''ნაციონალური მოძრაობის'' წევრი გიორგი კირთაძე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.

საქმე ეხება 12 ივლისს აჭარის მთავრობის სახლთან ტვ პირველის ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო გამართულ საპროტესტო აქციას, სადაც სამართალდამცავებმა ადმინისტრაციულ შენობაზე წითელი საღებავის შესხმის გამო 4 პირი დააკავა.

როგორც გიორგი კირთაძე აცხადებს, მის მიმართ მოპასუხე მხარემ ვერ წარმოადგინა შესაბამისი ნივთმტკიცებულება და საქმეზე წარმოება შეწყდა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი