ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე ორ პირს ბრალი წარედგინა

14 სექტემბერი 2021, 10:49 1236 ნახვა

ყალბი საგადასახადო და სხვა ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და სახელმწიფოს მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ორი პირი მიეცა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა  უკანონო მატერიალური სარგებლის მიღებისა და დღგ-ს ყალბი აქტივების შექმნის მიზნით, მათი ფაქტობრივი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით გაწერეს 3  მილიონ 428 ათასი ლარის ღირებულების ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურები, რა გზითაც მათსავე კომპანიას შეუქმნეს ჯამში 522 ათას  915 ლარის ოდენობის ყალბი აქტივი, რაც შემდგომში გამოიყენეს კომპანიის საბიუჯეტო ვალდებულებების და იმპორტირებული პროდუქციის გადასახადების დასაფარად.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში