მიხეილ სააკაშვილის მოწოდება ქართულ ჯარს

13 სექტემბერი 2021, 20:07 1244 ნახვა

მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ ბიძინა ივანიშვილს განადგურებული სუსტი საქართველო სურს, ჯარი კი არაფერში სჭირდება, თავდაცვის მინისტრი გამოეხმაურა. ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით,  ექსპრეზიდენტის განცხადება მიზნად ისახავს ჯარის დისკრედიტაციას და პოლიტიზებას. მისივე განმარტებით, სიცრუე და აბსურდია თითქოს  სამხედროებისთვის ბინების გადაცემა ნეპოტიზმის პრინციპით მოხდა. თავდაცვის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილს მისი ხელისუფლების დროს სამხედროების წინაშე ჯერ კიდევ 2007 წელს აღებული ვალდებულება შეახსენა, რომლის აღსრულება და სამხედროების ბინებით დაკმაყოფილება სწორედ მოქმედი ხელისუფლების პირობებში მოხდა. მიხეილ საკაშვილის დღევანდელი განცხადების მიხედვით საქართველო არის გადასარჩენი. ყოფილმა პრეზიდენტმა  სამხედრო  მოსამსახურეებს მიმართა და   სამოქალაქო ვალის შესასრულებლად არჩევნებზე აქტიურად მონაწილეობისკენ მოუწოდა. თქვა, რომ მათი პატრიოტიზმის იმედი აქვს.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი