სკანდალური ფაილები სოციალურ ქსელში

13 სექტემბერი 2021, 20:02 1647 ნახვა

აშანტაჟებენ თუ არა სასულიერო პირებს პირადი ცხოვრებით? დღეს გავრცელებულ ათასობი ფაილში სასულიერო პირების შესახებ ბევრი რამ წერია, თუმცა მათი ავთენტურობა ჯერ-ჯერობით არ დასტურდება. გავრცელებულ მასალებს მალევე უწოდეს ფაბრიკაცია მმართველ პოლიტიკურ პარტიაში, ოპოზიციას კი არ უკვირს, რომ ხელისუფლება მისთვის ნებისმიერ არასასურველ მოქალაქეზე კომპრომატებს აგროვებდეს. გავრცელებულ ფაილებში, რომლებიც, სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარულ მოსმენებს ასახავს, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ მეუფე დიმიტრიზეცაა საუბარი. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა კი განმარტა, რომ  ცუდია, თუ ეს ინფორმაცია დადასტურდება, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ტელევიზიები ხშირად ამბებს ,,ქმნიან".

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი