დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, სტუდენტებიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით სრულად აცრილია 17%.
ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეს ძალიან დაბალი მაჩვენებელია.
„სამწუხაროდ, ყველაზე უფრო დაბალი მაჩვენებელი გვაქვს სტუდენტებში. 138 ათასამდე სტუდენტია საქართველოში, ბაკალავრები, მაგისტრები და დოქტორანტები, იქ აცრის საშუალო მაჩვენებელი სრულად აცრილების 17% გვაქვს, რაც დაბალია. მოვუწოდებ სტუდენტებს, თუ გვინდა დასწრებული სწავლება იყოს, უფრო აქტიურად ვიყოთ, მაგალითი მივცეთ. სტუდენტებში დაახლოებით 9.5% აქვს ინფექცია გადატანილი“,- აღნიშნავს გამყრელიძე.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევით, სტუდენტებში კოვიდინფექცია გადატანილი აქვს დაახლოებით 9.5%-ს.