პოლონეთში მედიკოსები გაიფიცნენ

13 სექტემბერი 2021, 11:50 812 ნახვა

პოლონეთში მედიცინის მუშაკები გაიფიცნენ.  დაბალი ხელფასების პროტესტის ნიშნად მათ ვარშავის ცენტრში ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის შენობის წინ კარვები გაშალეს. 

აქციაში მონაწილე ექიმები და  ექთნები  ჯანდაცვის სისტემის ხარჯების  მთლიანი შიდა  პროდუქტის  8 პროცენტამდე გაზრდას, მათი შრომის ანაზღაურების მომატებას და  შრომის მინიმალური ანაზღაურების დადგენის წესის შესახებ კანონის შეცვლას მოითხოვენ.  მედიკოსებმა მთავრობის სახლის წინ 15-მდე კარავი დადგეს და პლაკატები გამოფინეს წარწერებით - ჩვენ პაციენტების სასარგებლოდ  ვმოქმედებთ, პაციენტები საფრთხეში არიან. პოლიცია აქციის მონაწილეთა მოქმედებებში არ ერევა. 

მანამდე  პროტესტის ორგანიზატორებსა და პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრს შორის მოლაპარაკებები ფიასკოთი დასრულდა. 

შეხვედრაზე არ მივიდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი, რასაც  აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში