სხვა შემსუბუქებებს რაც შეეხება, ჯერჯერობით ჩვენ ვინარჩუნებთ იმ რეგულაციებს, რაც არის - ნათია თურნავა

13 სექტემბერი 2021, 14:12 978 ნახვა

სხვა შემსუბუქებებს რაც შეეხება, ჯერჯერობით ვინარჩუნებთ იმ რეგულაციებს, რაც დღეს არის - ინფიცირებულთა მაჩვენებელი ნელა მოდის დაბლა, დაველოდოთ დასტაბილურებას,- განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა .

„ეპიდვითარება სტიბილურდება. ამ დასტაბილურებაში პირველი, რაც მოქმედებს ვაქცინაციის მაღალი ტემპია, მაგრამ, მობილობის შეზღუდვამაც თავისი პოზიტიური როლი შეასრულა.

ვიცით, რომ ტრანსპორტის არქონა ბევრ ჩვენ თანამოქალაქეს დისკომფორტს უქმნის, ამიტომაც გაიხსნა. სხვა შემსუბუქებებს რაც შეეხება, ჯერჯერობით ჩვენ ვინარჩუნებთ იმ რეგულაციებს, რაც დღეს არის. ინფიცირებულთა მაჩვენებელი ნელა მოდის დაბლა, დაველოდოთ დასტაბილურებას“,-აღნიშნა ნათია თურნავამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში