თვითმფრინავის ავარიული დაშვების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

13 სექტემბერი 2021, 09:59 579 ნახვა

რუსეთში, ირკუტსკის ოლქში მცირე ზომის სამგზავრო თვითმფრინავის ავარიული დაშვებისას ოთხი ადამიანი დაიღუპა, 12 კი დაშავდა. დაღუპულთა შორის ეკიპაჟის ერთი წევრი, სამი კი მგზავრია. დაშავებულთაგან სამის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

ადგილობრივი ხელისუფლების განკარგულებით, გარდაცვლილთა და დაზარალებულთა ოჯახის წევრები კომპენსაციას მიიღებენ.

ფაქტზე აღძრულია საქმე უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით. უკვე ამოღებულია ე.წ. შავი ყუთი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი