„სინოფარმის“ პირველ დოზაზე რეგისტრაცია კვლავ შესაძლებელია. დღეიდან განახლდება ,,სინოვაკით'' აცრებიც.
"სინოფარმის" გარკვეული დროით დეფიციტის გამო, პირველ დოზაზე რეგისტრაცია შეჩერებული იყო.
გუშინ საქართველომ ,,სინოფარმის'' ვაქცინის 100 000 დოზა ,,წითელი ჯვრისგან'' საჩუქრად მიიღო.
საქართველოში ,,სინოფარმით“ ვაქცინაცია 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვისაც არის ხელმისაწვდომი. ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21 დღის ინტერვალით კეთდება.
ვაქცინაციისთვის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე - https://booking.moh.gov.ge/
მასობრივი ვაქცინაციის ცენტრებში აცრა შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის გარეშე.