ყვარელში, "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალზე თავდამსხმელს თელავის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა. დაკავებულის ინტერესების დამცველი გირაოს გამოყენებას 30 ათასი ლარის ოდენობით ითხოვდა. ბრალდებული თელავის რაიონული სასამართლოდან გლდანის მე- 8 დაწესებულებაში გადაიყვანეს. წინა სასამართლო სხდომა მიმდინარე წლის 2 ნოემბერს 14:00 საათზე ჩაინიშნა.
საქმეზე გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს, ცეცხლსასროლი იარაღის უნებართოთ შეძენა- შენახვა- ტარება, ტერორიზმი და მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში შალვა მელიქიშვილს 10- დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ცნობისთვის,შეიარაღებული მოქალაქე "საქათველოს ბანკის" ყვარლის ფილიალში 9 სექტემბერს შეიჭრა და 15 - მდე მძევლები აყვანა.