სასწავლო წლის დაწყებამდე 4 დღე რჩება. პირველ ეტაპზე სწავლა ონლაინ რეჟიმში განახლდება, პარალელურად კი გრძელდება მასწავლებელთა და ადმინისტრაციის წარმომადგენელთა ვაქცინაციის პროცესი. ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების თანამშრომლებს ვაქცინაცია ახალციხის რეფერალურ კლინიკაში ჩაუტარდათ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს სასკოლო საზოგადოებას, დროულად ჩაიტარონ ვაქცინაცია, გაუფრთხილდნენ საკუთარ და ერთმანეთის ჯანმრთელობას.