ბათუმში სატვირთო ავტომობილების მძღოლების აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს

10 სექტემბერი 2021, 16:00 1145 ნახვა

ბათუმში, გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან, სადაც სატვირთო ავტომობილების მძღოლები აქციას მართავდნენ რამდენიმე პირი დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულია 4 მძღოლი. 

აქციაზე დაპირისპირება გაფორმების ეკონომიკური ზონის ბლოკირებას მოჰყვა, პოლიცია მათ გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებდა.

ამ დროისთვის სატვირთო ავტომობილების მძღოლების აქცია დასრულებულია. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ დაკავებულია აქციის 4 მონაწილე,  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173 მუხლით, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ბათუმში სატვირთო ავტომობილების მძღოლები საპროტესტო აქციას დღეს დილიდან მართავდნენ.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი საქართველოდან თურქეთისა და კიდევ რამდენიმე ქვეყნის მიმართულებით გადაზიდვებს ახორციელებდნენ, თუმცა ამისთვის საჭირო ნებართვების აღებას ამ ეტაპზე ვერ ახერხებენ.

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში დღეს მძღოლებს განუცხადეს, რომ თურქეთის რესპუბლიკაში დაუტვირთავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესვლის (სპეციალური) ნებართვების გაცემა ორშაბათიდან დაიწყება.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში