"ქართულმა ოცნებამ" სოციოლოგიური ჯგუფის მიერ თბილისში ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.
თბილისში ჩატარებული მორიგი კვლევის შედეგების მიხედვით, მმართველი პარტია 48,6%-ით ლიდერობს.
კითხვაზე, ხვალ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყოს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:
"ქართული ოცნება" - 48.6%.
"ნაციონალური მოძრაობა" - 27.1%.
პარტია "საქართველოსთვის" - 5.8%.
"გირჩი-მეტი თავისუფლება" - 3.4%.
"მოქალაქეები" - 2.6%.
"პატრიოტთა ალიანსი" - 2.4%.
"მესამე ძალა" - 2.3%.
"ლელო" - 2.3%.
"ლეიბორისტული პარტია" - 1.2%.
"გირჩი"- 1.1%.
"ევროპული საქართველო" - 1.1%
სხვა - 2.1%.
ჩატარებული კვლევის შედეგებით, თბილისში კახა კალაძე ლიდერობს, მას მოსდევს ნიკა მელია და გიორგი გახარია.
კითხვაზე ხვალ, რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, პასუხები შემდეგი სახით გადანაწილდა:
კახა კალაძე -56,1%
ნიკანორ მელია-28.3%
გიორგი გახარია-6,2%
ანა დოლიძე-2,2%
საველე სამუშაოები 4-8 სექტემბერს ჩატარდა, კვლევის ფარგლებში კი 2975 რესპონდენტი გამოიკითხა, საიდანაც ფავორიტი პარტია 83.8%-მა დაასახელა. ცდომილების ზღვარი არის 3%.