ბანკზე" თავდასხმისთვის დაკავებულს ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ

10 სექტემბერი 2021, 11:06 907 ნახვა

ყვარელში "საქართველოს ბანკზე" თავდასხმისთვის დაკავებულ შალვა მელიქიშვილს ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ. ის  კახეთში, დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.

რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები შემთხვევის ადგილზე.

მელიქიშვილი ბანკში გუშინ შეიჭრა, აიყვანა მძევლები და ის სამართალდამცველებმა სამ საათიანი სპეცოპერაციის შემდეგ აიყვანეს.

გამოძიება მას ტერორიზმის, ტერორისტული მიზნით მძევლების აყვანას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი