შემდეგი ტალღა იქნება კრიტიკულად საშიში 60 წელს ზევით ასაკობრივი ჯგუფისთვის, თუ არ მოხდება მათი ვაქცინაცია - თამარ გაბუნია

09 სექტემბერი 2021, 12:57 1706 ნახვა

შემდეგი ტალღა იქნება კრიტიკულად საშიში 60 წელს ზევით ასაკობრივი ჯგუფისთვის, თუ არ მივაღწიეთ მათ ვაქცინაციას, - ამის შესახებ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე განცხადებით, ყველაზე მეტი ჰოსპიტალიზაციის და ლეტალური შემთხვევა 60 წლის ზემოთ ინფიცირებულ პირებში გვხდება, მაშინ, როცა ყველაზე ნაკლებია მათი ვაქცინაციის მაჩვენებელიც.

გაბუნია ამბობს, რომ კორონავირუსის ახალ ტალღებს მომავალი წლისთვის უნდა ველოდოთ.

,,დღეს ჰოსპიტალიზაციაც და სიკვდილობაც არის უფრო მეტი 60 წელს ზემოთ პირებში, ყველაზე ნაკლები ვაქცინაციის მაჩვენებელიც გვაქვს 60 წლის ზემოთ პირებში. ამდენად, ეს მაჩვენებელი უნდა შეიცვალოს სრულიად საპირისპირო მიმართულებით, რომ ვაქცინირებულებში თანაფარდობა ყველაზე მაღალი გვქონდეს 60 წლის ზემოთ, რომ რეალურად შემსუბუქება ჰოსპიტალური დატვირთვის და ლეტალური გამოსავლების კუთხით ვიგრძნოთ. ამდენად, მეტად მიზნობრივი ვაქცინაციის განხორციელება არის პრიორიტეტი, ამაზე იმსჯელა გუშინ საკოორდინაციო საბჭომ და ვაქცინაციის საბჭომ. პროგრამები, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო დაგეგმავს იქნება მეტად მიმართული 60 წლის ზემოთ პირებზე. შემდეგი ტალღა იქნება კრიტიკულად საშიში ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის, თუ არ მივაღწიეთ მათ ვაქცინაციას“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, ე.წ. მიუ შტამი, ჯერჯერობით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისთვის და ყველა სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციისთვის დაკვირვების საგანია და შესაბამისად, საქართველოც დაკვირვების რეჟიმშია.

„რისკები მას თეორიულად შესაძლოა ჰქონდეს, თუმცა, ეს უფრო მაღალი იქნება თუ უფრო ნაკლები „დელტა“ და სხვა შტამებთან შედარებით, ამის თქმა ამ ეტაპზე რთულია. ერთადერთი, რასაც ყველა დაბეჯითებით ამბობს, „მიუ“ და სხვა ახალ შტამებთან მიმართებით არის ვაქცინაციის აუცილებლობა. რაც სწრაფად მოხდება მოსახლეობის უმრავლესობის ვაქცინაცია, ინდივიდუალურ ქვეყნებში, ასევე გლობალურად, ეს არის მთავარი გადარჩენა"- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი