ბათუმის გენგეგმაზე მუშაობა დაიწყო

08 სექტემბერი 2021, 20:13 2857 ნახვა

ბათუმის განაშენიანების გეგმის მომზადებას ტენდერში გამარჯვებული კომპანია “სითი ინსტიტუტი საქართველო“ იწყებს. კომპანიაში ამბობენ, რომ  სპეციალისტთა ჯგუფი დოკუმენტაციის გასაცნობად და პირველი კვლევების ჩასატარებლად მერიაში შეხვედრებს მართავს. დოკუმენტით უნდა დადგინდეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ისტორიული დაცვის ზონები,  ძირითადი სატრანსპორტო, კომუნალური თუ ინფრასტრუქტურული ნაგებობების განლაგება. დოკუმენტში უნდა განისაზღვროს იმ ტერიტორიის ზონალური ფუნქციაც, სადაც “რივიერასა“ და “ამბასადორის“ მშენებლობები მიმდინარეობს _ პროექტების, რომელზეც ნებართვის გაცემას საზოგადოების პროტესტი თავიდანვე მოჰყვა. გენგეგმაზე მომუშავე კომპანია მერიას ქალაქში მშენებლობებზე დროებითი შეზღუდვის დაწესებას სთხოვს. სტრატეგიის მოსამზადებლად კომპანიას 1 წელი აქვს

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი