IDFI-ის განცხადება გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით

08 სექტემბერი 2021, 17:50 855 ნახვა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის განცხადებით, გენერალური პროკურორის დანიშვნის წესზე უარით მმართველმა პარტიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არ გააჩნიათ პროკურატურის რეფორმირების პოლიტიკური ნება და სურთ, მთლიანად მართლმსაჯულების სისტემაზე კონტროლი შეინარჩუნონ. მათი განცხადებით, კანონის უზენაესობის სფეროში ძირეული რეფორმების განხორციელებას და პოლიტიკური ზეგავლენისგან თავისუფალი მართლმსაჯულების სისტემის უზრუნველყოფას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობისთვის. ორგანიზაციის შეფასებით, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები  აზიანებს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი