ტურნირი მინი ფეხბურთში სკოლის მოსწავლეთა შორის დასრულდა. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ხელვაჩაურისა და ბათუმის სკოლების მოსწავლეები დაუპირისპირდნენ. ბათუმის მე-14 საჯარო სკოლამ 4:3 დაამარცხა მოწინააღმდეგე. გამარჯვებულები თასებით, მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ. სპორტული თამაშები 11 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით, სხვადასხვა სახეობაში, 4 ეტაპად მიმდინარეობს. ტურნირში აჭარის 6-ვე მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ.