საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ქრონიკული დაავადებების მქონე რამდენიმე ბავშვი აიცრა - თემურ მიქელაძე 

08 სექტემბერი 2021, 12:35 1569 ნახვა

პედიატი თემურ მიქელაძე ამბობს, რომ 12-დან 16 წლამდე ბავშვები, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აწუხებთ შესაძლებელია აიცრან, ამისათვის კი მშობელმა ოჯახის ექიმს უნდა მიმართოს. 

მისი თქმით, ბავშვებს, რომლებსაც არანაირი პათოლოგია არ აქვთ, მათთვის ვაქცინაცია არ არის აუცილებელი.

''ალბათ, უმოკლეს დროში მივიღებთ გადაწყვეტილებას 12 წლის ზემოთ მოზარდების ვაქცინაციაზე და ეს დაშვებული იქნება, მაგრამ მანამდეც შეუძლიათ მოგვმართონ ქრონიკული, რისკჯგუფის მქონე პაციენტებმა.

ჩემი მიმართვით რამდენიმე ბავშვი აიცრა საქართველოში, ეს იყო განსაკუთრებით ქრონიკული დაავადებები და სწორედ ამ ბავშვებისთვის აუცილებელი იყო ეს ვაქცინაცია. გართულებების გარეშე გადაიტანეს. ეს იყო სამი პაციენტი 12, 12 და 15 წლის ბავშვები. ერთ-ერთი მათგანი შემდეგ დაინფიცირდა კიდეც და ჰქონდა მსუბუქი ფორმით. შესაბამისად, გავიდა ერთი თვე და მეორე დოზასაც დავამატებთ.

ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ განსაკუთრებით რისკჯგუფის მქონე ბავშვებს უნდა ჩაუტარდეთ ვაქცინაცია. რაც შეეხება ბავშვებს, რომლებსაც არანაირი პათოლოგია არ აქვთ, როგორც მოგეხსენებათ რამდენიმე ათასი პაციენტი გავატარე და თითზე ჩამოსათვლელი იყო ჰოსპიტალიზაცია. მძიმე მიმდინარეობით არ ჰქონიათ. რისკ-ჯგუფის არ მქონე ბავშვებისთვის არ არის აუცილებელი ვაქცინაცია. სჯობს, ეს ვაქცინები ჯერ გამოვიყენოთ იმ მოწყვლადი მოსახლეობისთვის, რომლისთვისაც კორონავირუსული ინფექცია შესაძლოა ლეტალურად დასრულდეს.

გამონაკლისის დაშვება მშობლის მომართვის საფუძველზე მოხდება", - განაცხადა თემურ მიქელაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი