მნიშვნელოვნად შემსუბუქდა ზეწოლა ჰოსპიტალურ სექტორში - ეკატერინე ტიკარაძე

08 სექტემბერი 2021, 11:52 977 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში მნიშვნელოვნად შემსუბუქდა ზეწოლა ჰოსპიტალურ სექტორში.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, უკვე გამოჯანმრთელებულების რაოდენობა უსწრებს ინფიცირებულების რაოდენობას.

მისივე თქმით, ამ დროისათვის 380 პაციენტი გადის მკურნალობას რეანიმაციაშია. 1500 ადამიანი არის ინტენსიური მოვლის საწოლზე. მნიშვნელოვნად იკლებს ლეტალობის მაჩვენებელიც.

"გააქტიურებულია ვაქცინაციის პროცესი, დღეის მონაცემებით 27 000 აცრა ჩატარდა, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. პირველად დოზებზე იკლებს რეგისტრაცია და მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს მოვუწოდოთ, რომ ვაქცინა გვიცავს"-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი