საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, ალექსანდრე ფევაძე,რომელმაც წინა სეზონი სუპერლიგის გუნდ "ცხუმ-აფხაზეთში" გაატარა, კარიერას ესპანურ "გრან კანარიაში" გააგრძელებს.
23 წლის ქართველი კალათბურთელი თავდაპირველად დუბლ-შემადგენლობაში, ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონში, "LEB სილვერში" ითამაშებს.
"პირველ ეტაპზე „გრან კანარიას“ მეორე გუნდში ვითამაშებ, აქედან მთავარ გუნდში ნებისმიერ დროს შეუძლიათ ნებისმიერი კალათბურთელის დამატება. თუმცა დავიმსახურებ თუ არა ადგილს პირველ გუნდში ჩემზე იქნება დამოკიდებული“ - განაცხადა ალექსანდრე ფევაძემ.
ფევაძემ საკალათბურთო კარიერა ბათუმის საკალათბურთო გუნდში დაიწყო. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის 4 მატჩში ფევაძე საშუალოდ 17,3 წუთში 5,3 ქულასა და 4 მოხსნას აგროვებდა.