პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

07 სექტემბერი 2021, 18:49 870 ნახვა

126 ხმით არც ერთის წინააღმდეგ - საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციურ კანონში დაგეგმილი ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო. 

ცვლილებების მიხედვით, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტში საარჩევნო ბარიერი 5-დან 2%-მდე მცირდება, ასევე იცვლება ფრაქციების დაკომპლექტების წესი და მას შვიდის ნაცვლად, ოთხი დეპუტატი შექმნის.

საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება, ხოლო ე.წ. გაუნაწილებელი მანდატები უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებს დარჩება. ამავე ცვლილებებით, მიმდინარე და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტში ფრაქციის წევრთა რაოდენობა ოთხზე ნაკლები არ უნდა იყოს.

ძალაში დარჩება მოქმედი ნორმა, რომლის გათვალისწინებითაც, გენერალურ პროკურორს პარლამენტი ექვსი წლის ვადით, 76 დეპუტატი ირჩევს.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი 91 პარლამენტარის ინიციატივა იყო. ახალი ნორმები დროებითი ხასიათის იქნება და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტისთვის იმოქმედებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი