დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ წინასწარი მონაცემებით, ოქტომბერში საკლასო ოთახებში სწავლა დაახლოებით 332 სკოლაში განახლდება.
''აქტიურად ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან. უკვე გაცხადდა, რომ ოქტომბრის დასაწყისიდან აღდგება დასწრებული სწავლა დაახლოებით 332 სკოლაში, საუბარია მაღალმთიან და სოფლის სკოლებზე. აღნიშნულ სასწავლო დაწესებულებაში უკვე ვსწავლობთ ეპიდსიტუაციას, თუ რამდენს ჰქონდა ვირუსი გადატანილი, რამდენი მასწავლებელია აცრილი. განათლების სამინისტროსთან ერთად ჩამოვყალიბდებით, რომ ამ სკოლებში სწავლა აღდგეს, იმიტომ რომ იქ დაბალია ინფიცირების მაჩვენებელი.
ასევე შეიქმნა უსაფრთხო სკოლების და უნივერსიტეტების კონცეფცია. მომდევნო დღეებში იგეგმება განხილვა. ჩამოყალიბდება კრიტერიუმები სხვა სკოლებში რა მიმდევრობით უნდა აღდგეს სწავლა'' - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.