ორსულებში ვაქცინაციის ტემპის კიდევ უფრო გააქტიურებაა საჭირო - თამარ გაბუნია

07 სექტემბერი 2021, 14:09 809 ნახვა

თამარ გაბუნიას განცხადებით, ორსულებში ვაქცინაციის ტემპის კიდევ უფრო გააქტიურებაა საჭირო. 

მისივე თქმით, ორსულებში „დელტას“ შტამის გავრცელება განსაკუთრებით სწრაფი იყო.

„ორსულებში „დელტას“ შტამის გავრცელება განსაკუთრებით სწრაფი იყო. 2020 წელს ჩვენ 1300-მდე ინფექცია გვქონდა ორსულებში და აქედან მხოლოდ 1 იყო გარდაცვალების შემთხვევა. წელს ინფიცირებული ორსულების რაოდენობამ თითქმის 5 ათასს მიაღწია. ერთდროულად მიმდინარე პერიოდში 40-50-მდე არის ინფიცირებული, მდგომარეობა არის სხვადასხვა სიმძიმის, მაგრამ გარდაცვალების მაჩვენებელი იყო 0,3%, რაც საერთო სიკვდილიანობასთან შედარებით დაბალია, მაგრამ მოგეხსენებათ, რამდენად მძიმეა ორსულის და ახალშობილის გარდაცვალება, რისი შემთხვევებიც გვქონდა.

რაც შეეხება ორსულების ვაქცინაციას, მათი ვაქცინაცია მიმდინარეობს. აქტივობა არის, ვერ ვიტყვი, რომ ძალიან მაღალია. ჯერჯერობით ვაქცინაცია დასაშვებია მხოლოდ „ფაიზერის“ დოზით. იყო შემთხვევები, როდესაც ქალბატონები აიცრნენ „სინოფარმით“ ან „სინოვაკით“, შემდეგ გადადგა ორსულობა და შემდეგ დოზაზე მათ მოგვმართეს იმისთვის, რომ ვაქცინა შეეცვალათ. ექსპერტების ჯგუფის დასკვნით, მათ მიეცათ საშუალება, რომ „ფაიზერის“ ვაქცინით აცრილიყვნენ. ასეთი შემთხვევებიც იყო. რა თქმა უნდა, მეტი აქტივობა არის სასურველი ორსულების მხრიდან“, - განაცხადა გაბუნიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი