მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვინის მწარმოებელი კომპანიებისთვის მარკეტინგული ღონისძიებების თანადაფინანსების პროგრამა ამოქმედდება.
ლევან დავითაშვილის განცხადებით, პროგრამის მიზანია ქართული ღვინის პოპულარიზაცია და საექსპორტო გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა.
მისივე თქმით, ქართულმა ღვინომ უნდა დაიმკვიდროს მნიშვნელოვანი როლი იმ ცნობილ მწარმოებლებს შორის, რომლებიც ღვინოს აწარმოებენ, ღვინის ცნობილი მწარმოებლები და ექსპორტიორები არიან.
„მარკეტინგული ღონისძიებების თანადაფინანსების პროგრამა ითვალისწინებს თანადაფინანსებას ყველა იმ ბაზარზე, სადაც ქართული ღვინო გავა, გამოკლებით დესეთესა და საქართველოსი. ბუნებრივია, საქართველოში რეალიზაციას ჩვენგან არ სჭირდება პოპულარიზაციაში ხელშეწყობა, ამას ახერხებენ როგორც მცირე, საშუალო და დიდი კომპანიები. ჩვენი მიზანია საექსპორტო გაყიდვების წახალისება და გაზრდა, მაგრამ ამავე დროს ახალ გეოგრაფიაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაკეთებთ ამ დივერსიფირებას შერჩეულ სამიზნე ბაზრებზე, სადაც სახელმწიფო ფულს ხარჯავდა, ეს არის ახალი ბაზრები, სადაც ქართული ღვინო იმკვიდრებს ადგილს, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ ტემპი გავზარდოთ და უფრო მეტად შევამციროთ დამოკიდებულება არსებული ბაზრებიდან.
შესაბამისად, დესეთეში არ დაფინანსდება მარკეტინგული ღონისძიებები, მაგრამ დაფინანსდება ყველა დანარჩენ ქვეყანაში, სადაც ღვინის კომპანიები განახორციელებენ მარკეტინგულ ღინისძიებებს და მარკეტინგული ღონისძიებების ბიუჯეტი ერთი კომპანიიისთვის განისაზღვრა წლის განმავლობაში 600 000 ლარით. თუმცა ეს არის საწყისი, საპილოტე ვერსია, შემდგომში შესაძლოა, მეტი თანხები გამოყოს სახელმწიფომ, თუ დავინახავთ, რომ პროგრამა წარმატებით ხორციელდება"- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.