აჭარაში კორონავირუსის 147 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 

06 სექტემბერი 2021, 10:43 834 ნახვა

6 სექტემბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 147 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 4 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 393 ადამიანი. 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 38 391 საიდანაც 7 016 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის აჭარაში 843. მძიმე პაციენტია 179, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 47 პირი. 

2 292 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 124 - თბილისში, 712 - აჭარაში.

29 083 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 88 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 83, ხოლო აჭარაში - 5.

თვითიზოლაციაში იმყოფება 32 526 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 12 133 პირი, აჭარაში - 4 520. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი