ქედაში არქეოლოგიური გათხრების დროს ეკლესიის ფრაგმენტები აღმოაჩინეს

06 სექტემბერი 2021, 10:27 898 ნახვა

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, არქეოლოგიური სამუშაოების დროს ​მერისის ხეობაში, მცირე დარბაზული ტიპის, ორფერდა სახურავიანი ეკლესიის ნაშთები აღმოაჩინეს.

არქეოლოგიური გათხრების შედეგად ასევე ნაპოვნია, ქვაზე ამოკვეთილი ჯვრის ფრაგმენტი.

''ქედაში, სოფელ ნამონასტრევში არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლინდა ეკლესია თავის დროზე აუგიათ მდინარე აკავრეთას მარჯვენა სანაპიროზე მდებარე ბუნებრივ ბორცვზე. გამოიკვეთა ნახევარწრიული მოყვანილობის აფსიდა, სამხრეთი და ჩრდილოეთი კედლების ცოკოლის და კედლების ნანგრევები. არქიტექტურული დეტალებიდან აღმოჩნდა თაღის ქვები. ასევე ქვაზე ამოკვეთილი წარწერა და ქვაზე ამოკვეთილი ჯვრის ფრაგმენტი.

გვხდება ქვევრის, კეცის, ქოთნის და დოქის ნატეხები. საინტერესოა თითქმის მთლიანად დაცული თიხის სასანთლე, რომელიც საკურთხეველში აღმოჩნდა'' - წერია აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში