ბათუმის "დინამოს" 19 წლის ფეხბურთელის ირაკლი აზაროვის ტრანსფერის შესახებ თურქულ მედიაში ინფორმაციები არ წყდება. "კარადენიზ გაზეთის" ინფორმაციით საქმეში არჩილ არველაძეც არის ჩართული და ფეხბურთელი სამშაბათს თურქეთში იქნება და "ტრაბზონსპორს" შეუერთდება.
გამოცემა წერს, რომ მხარეები აქამდე სატრანსფერო თანხაზე ვერ თანხმდებოდნენ. აზაროვის ტრანსფერის შესახებ მანამდე ასევე თურქული გამოცემა "საბაჰიც" წერდა. მაშინ კონკრეტული თანხებიც იწერებოდა.
თურქები 430 000 ევროს გადახდას აპირებდნენ, ბათუმის "დინამო" კი 1 მილიონ ევროს ითხოვდა. ირაკლი აზაროვს ბათუმის "დინამოსთან" კონტრაქტი 2022 წლის 31 დეკემბრამდე აკავშირებს. ირაკლი აზაროვის ამ დღისთვის საქართველოს ნაკრებთან ერთად იმყოფება.